Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 122

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 122. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:სპორტული დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234567

1.მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.

1¹.ეს მუხლი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, არ ვრცელდება თბილისზე.

2.მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.

3.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.

4.მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5.პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6.მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

7.მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2015 – 1 ოქტ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 121შემდეგი მუხლი 122¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გუნდის მფლობელობის დავასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №81

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 122¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 122¹თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი
  • 113სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 11¹სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 19⁵თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 19ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 22ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 19ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 16ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

  • 3ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები
  • 7ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი
  • 6სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 33სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19⁵11¹331916376122¹1131922122
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო საკუთრებაში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026