Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 118¹

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 118¹. თბილისის ქონების პრივატიზების წესი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით, ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

2.თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება შეიძლება სასყიდლით, პირობით ან უპირობოდ.

3.თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას.

4.თბილისის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მთავრობის სახელით ხელშეკრულებას დებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5.მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს თანხმობით ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს საკუთრებაში გადასცეს თბილისის ქონება თბილისის საკუთრებაში სხვა ქონების გადმოცემის სანაცვლოდ (გაცვლა). ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის ქონების თბილისის საკუთრებაში სხვა ქონების გადმოცემის სანაცვლოდ გადაცემა (გაცვლა) ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას.

6.თბილისის ქონების აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით საკუთრებაში გადასცემს თბილისის ქონებას.

7.თბილისის ქონების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ამ კანონის 119-ე მუხლით დადგენილი წესით.

8.თბილისის ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად იპოთეკით ან გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანხმობის გარეშე.

9.თბილისის ქონების პრივატიზებაზე ვრცელდება ამ კანონის 120-ე მუხლით დადგენილი წესები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.

რედაქციების შედარება

1. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით, ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. 2. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება შეიძლება სასყიდლით, პირობით ან უპირობოდ. 3. თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას. 4. თბილისის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მთავრობის სახელით ხელშეკრულებას დებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 5. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს თანხმობით ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს საკუთრებაში გადასცეს თბილისის ქონება თბილისის საკუთრებაში სხვა ქონების გადმოცემის სანაცვლოდ (გაცვლა). ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის ქონების თბილისის საკუთრებაში სხვა ქონების გადმოცემის სანაცვლოდ გადაცემა (გაცვლა) ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას. 6. თბილისის ქონების აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით საკუთრებაში გადასცემს თბილისის ქონებას. 7. თბილისის ქონების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ამ კანონის 119-ე მუხლით დადგენილი წესით. 8. თბილისის ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად იპოთეკით ან გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანხმობის გარეშე. 9. თბილისის ქონების პრივატიზებაზე ვრცელდება ამ კანონის 120-ე მუხლით დადგენილი წესები. საქართველოს  2015  წლის 8  ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.

წინა მუხლი 118შემდეგი მუხლი 118²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 119მუხლი 120

მიუთითებენ მასზე

მუხლი 127¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 127¹მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა
  • 122¹თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი
  • 118მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ფორმები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 14უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით
  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 6¹სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
  • 6—

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 18სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
  • 45²სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა
  • 42წილებისა და აქციების პრივატიზება

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 38ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 19²თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19²6¹6381845²42127¹119120122¹118145118¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების პრი…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026