Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეობის შესახებმუხლი 30²

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

მუხლი 30². საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მოქალაქეობა წარმოშობითნატურალიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის შესაბამისად მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

2.პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს პირის საქართველოს მოქალაქედ მიჩნევისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის სათანადო ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია მისთვის სათანადო განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

4.პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვს, შესაბამისად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას.

5.აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 30 1 მუხლით. საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის შესაბამისად მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. 2. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს პირის საქართველოს მოქალაქედ მიჩნევისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის სათანადო ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია მისთვის სათანადო განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 4. პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვს, შესაბამისად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას. 5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 30 1 მუხლით. საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 მაი. 2021
წინა მუხლი 30¹შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზითსერვისის გვერდი
  • საქართველოს მოქალაქეობა წარმომავლობითსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №12

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-05-27
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 30¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 30¹აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
  • 31¹საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი
  • 21¹სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 3საქართველოს მოქალაქე
  • 26საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები
  • 29საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 32საქართველოს მოქალაქეობა

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 9საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 12—
  • 16—

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 27საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
  • 23საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
932121632629272330¹31¹21¹30²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს კონსტიტუცი…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026