საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 123. გადაუმუშავებელი საქონლის, გადამუშავების პროდუქტის ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 119-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები ამ კოდექსის 119-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 119-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები ამ კოდექსის 119-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011912243124147148151123
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…