საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 119. საქონლის გადამუშავების ვადები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.

2.საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.

3.წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში.

4.საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

5.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. 2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის. 3. წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში. 4. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    119-ე მუხლის 1-ლ პუნქტში გადამუშავების ზღვრული ვადა 2-დან 3 წლამდე გაიზარდა, ხოლო მე-3 პუნქტში ვადის გაგრძელება ერთჯერადია და ხდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და შემთხვევებში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21413²1012362451061³ (დ…151146147119
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ადმინისტრა…