უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 30. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა

რედაქცია №3კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2008

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ შემთხვევებში – უშუალოდ. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4741-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.155

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-987-951(კ-08)2009-05-1333ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სარეგისტრაციო სამსახურის აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის აკრძალვა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის აქტის ბათილობასა და რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების აკრძალვას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი შედეგის გამომწვევი წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და მისი გამოცემისას ორგანომ დაინტერესებული მხარეები უნდა ჩართოს და არსებითი გარემოებები გამოიკვლიოს. აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილობა თავისთავად არ აღადგენს მანამდე არსებულ რეგისტრაციას და უპირობოდ არ ადასტურებს საკუთრების უფლებას. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: ძალაში დარჩა სადავო აქტის ბათილობა და ორგანოს მიერ გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება.

  • №ას-930-895-20162016-12-0233სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    როდის არის სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო?

    სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოპასუხეს საიჯარო დავალიანების, 9496,67 ლარის, დაკისრება მოსთხოვა. დავის მთავარი საკითხი იყო, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება და გამოხატა თუ არა მოპასუხემ მისი დადების ნება. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხემ ხელმოწერის უარყოფით გააქარწყლა სახელშეკრულებო მოთხოვნა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა; სარჩელის უარყოფის შედეგი ძალაში დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 22 მაი. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3927191514439744132830
მნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…ნოტარიატის შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…სამოქალაქო აქტების შეს…