სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება); გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი.

2.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; გ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია; დ) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა; ე) იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენა: ე.ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა; ე.ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა; ე.გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ე.დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა; თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; ი) ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.

3.სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს და გასცეს მის შექმნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.

4.საკონსულო დაწესებულებამ შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ან ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებები საკონსულო თანამდებობის პირისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საკონსულო დაწესებულების დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლები, მათი განხორციელების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .

5.ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ კანონითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია და გასცეს ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით; ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება); გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − ნოტარიუსი. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია: ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; გ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია; დ) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა; ე) იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენა: ე.ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა; ე.ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა; ე.გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ე.დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა; ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა; ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა; თ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; ი) ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტო უფლებამოსილია დაამოწმოს და გასცეს მის შექმნამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ასლები. 4. საკონსულო დაწესებულებამ შეიძლება განახორციელოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები ან ამ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებები საკონსულო თანამდებობის პირისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საკონსულო დაწესებულების დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლები, მათი განხორციელების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით . 5. ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ კანონითა და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელოს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია და გასცეს ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 ივნ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 მაი. 2014

    პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით რეგისტრაციის ორგანოებს დაემატა საქართველოს ინტერესთა სექცია; მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა — საკონსულო დაწესებულებამ შეიძლება განახორციელოს უფლებამოსილებები ან ცალკეული მოქმედებები, ხოლო ბრძანება განსაზღვრავს ფარგლებს, წესსა და ვადებს.

  2. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    მე-4 მუხლში ნოტარიუსი დელეგირებული უფლებამოსილებით რეგისტრაციის ორგანოდ დასახელდა (1-ლი პუნქტი, „გ“) და მე-5 პუნქტით მას ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის უფლება მიენიჭა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7124440¹39890838544¹474
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…სახელმწიფო სერვისების …საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა