Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებმუხლი 32³

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 32³. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს: ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; გ ) ეკავოს თანამდებობა , რომელზე დანიშვნაც ხდება საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს მთავრობის ან საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ ; დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის , შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში ; ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში); ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა.

2.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ კანონის 32 2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.

3.საკრებულოს წევრს ამ მუხლისა და ამ კანონის 32 2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

4.თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5.საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.

6.საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა; გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება; დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა; ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1232 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

რედაქციების შედარება

1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს: ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ; დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისკონტროლის ,პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში ;ორგანოებში; ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში (მერიაში); ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები და სხვა), კულტურის (თეატრები და სხვა) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები და სხვა) დაწესებულებებისა. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ კანონის 32 2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე. 3. საკრებულოს წევრს ამ მუხლისა და ამ კანონის 32 2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს. 4. თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 5. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს. 6. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა; გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება; დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა; ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 8 ოქტ. 2013
  2. 1 ივლ. 2012· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2012
წინა მუხლი 32²შემდეგი მუხლი 32⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2014-02-05 · №36

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2013-10-08
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 32⁵საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება საკრებულოს სხდომაზე
  • 32საკრებულოს წევრის სტატუსი
  • 32⁶საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 7საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
  • 11საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის უფლება
  • 8საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 42მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
  • 46მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
  • 40მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 11საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 20საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი
  • 12საკრებულოს კომპეტენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1132²32⁵3232⁶2012711842464032³
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი წარმომადგე…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს დედაქალაქი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 თებ. 2014