„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 24. პენსიის დანიშვნისა და გაცემის გარდამავალი რეგულირება
1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დროებითი რეგულირება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. თუ პენსიის დანიშვნა და გაცემა რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტებით, პენსია ინიშნება მხოლოდ ამ კანონით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში. მუხლი 24 1 . ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია 1. 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
3. 2025 წლის 1 ნოემბრამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5253 - ვებგვერდი, 16.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6540 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1490 - ვებგვერდი, 11.11.2013წ. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №198 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №609 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1528 – ვებგვერდი,01.05.2026წ.
