„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 19. პენსიიდან თანხის დაკავება
1. პენსიიდან თანხის დაკავება შეიძლება შესაბამისი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე .
2. ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული პენსიის არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული პენსიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ. თავი VIII. (ამოღებულია) საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
