საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 106¹. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის პირობებისა და მემანქანის სერტიფიცირების წესების დარღვევა − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

3.მატარებლის მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4.იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

5.მატარებლის სამართავად გადაცემა იმ პირისთვის, რომელსაც მემანქანის მართვის უფლება არ აქვს ან შეჩერებული აქვს, − გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

6.იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3000 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №518 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 1 ივნ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁷282119121106²66452317117017629106¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სისხლის სა…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა