Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 121

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევებიუფლების შეჩერების გასაჩივრებააღდგენა და დაბრუნებამართვის მოწმობის გაცვლა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა:

1.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

3.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

5.თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/მფლობელი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991 წ., მუხ.38 საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1991 წ., მუხ.600 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №509 · ძალაშია 10 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 19 თებ. 2014 – 1 მარ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 21

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  2. 24 ოქტ. 2018
  3. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    121-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში საურავი გახდა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი, არაუმეტეს 500 ლარისა, და უფლების შეჩერება 1 წლიდან 6 თვემდე შეიცვალა.

  4. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  5. 1 აგვ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  6. 18 მაი. 2012

    შენიშვნის პირველ ნაწილში ჯარიმის ჩამორთმევით შეცვლის პირობა ახლა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  7. 14 ივლ. 2011

    121-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლითაც მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით ჩამოერთმევა.

  8. 1 ივნ. 2011

    121-ე მუხლის მე-2 ნაწილში არასრულწლოვნისათვის სამართავად გადაცემას დაემატა გამონაკლისი მართვის უფლების მქონე პირისთვის, ხოლო „სხვა დარღვევებისათვის“ ჩანაცვლდა „სხვა სამართალდარღვევისათვის“-ით.

  9. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  10. 1 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    მე-3 ნაწილში ჯარიმა 300-დან 400 ლარამდე გაიზარდა; შენიშვნის პირველ პუნქტში ჯარიმის მართვის უფლების ჩამორთმევით შეცვლა მთელ მუხლზე გავრცელდა, ხოლო საურავთან დაკავშირებულ ნორმაში „იძულებითი აღსრულების“ ნაცვლად „გადახდა“ დაიწერა. „არ“-ის „არა“-თი შეცვლა ფორმულირებითია.

  11. 1 თებ. 2010· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009

    განმეორებითობის ცალკე ნორმა 1¹ ნაწილიდან გადავიდა ახალ მე-4 ნაწილში, რომელიც ვრცელდება მთელ მუხლზე და განმეორებას წლის განმავლობაში ზღუდავს; სანქცია იგივეა — 500 ლარი ან პატიმრობა 90 დღემდე.

  12. 17 აგვ. 2009· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    121-ე მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომელიც განმეორებით ჩადენილ ქმედებას 500 ლარის ჯარიმით ან 90 დღემდე პატიმრობით სჯის.

  13. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    შენიშვნის პირველ პუნქტში საურავი ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, ხოლო უფლების ჩამორთმევით ჯარიმის შეცვლა უკავშირდება 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობას, მათ შორის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  14. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    121-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში ჯარიმა 200 ლარამდე გაიზარდა და დაემატა ჩამორთმეული უფლებით მართვა; მე-3 ნაწილი ორივე დარღვევას აერთიანებს 300 ლარიან ჯარიმაში, მე-4 ნაწილი ამოიღო, ხოლო შენიშვნაში საურავისა და უფლების ჩამორთმევის წესი ახლებურად ჩამოყალიბდა.

  15. 15 ივლ. 2005

    121-ე მუხლის ხუთი ნაწილი ჩანაცვლდა ოთხი ნაწილით ფიქსირებული ჯარიმებით, გადაცემის დაზიანებიანი შემთხვევის ჩამორთმევით და საურავის შენიშვნით.

  16. 29 ივნ. 1995

    121-ე მუხლის ყველა ნაწილში გაიზარდა ჯარიმის ზღვრები, ხოლო დოკუმენტების თან არქონის ჯარიმა ახლა ერთი მინიმალური ოდენობაა.

  17. 17 მარ. 1994

    121-ე მუხლის ხუთივე ჯარიმა გამოიხატება შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობით (სამიდან ექვსამდე, ხუთიდან ათამდე, ოთხიდან რვამდე, დოკუმენტების არქონისთვის ერთამდე); დაემატა №436 კანონის მითითება.

  18. 31 აგვ. 1992

    121-ე მუხლში ჯარიმები განისაზღვრა დიაპაზონებით, არასრულწლოვნისთვის გადაცემაზე დაემატა ჯარიმა და დაემატა დოკუმენტების თან არქონის დარღვევა.

  19. 10 აგვ. 1991

    121-ე მუხლს დაემატა ახალი ნაწილი, რომლის მიხედვით სხვისი საკუთრების სატრანსპორტო საშუალების მართვისას იგივე ქმედობა იწვევს ხუთი ათას მანეთამდე ჯარიმას; შენიშვნაში დაემატა ამ კანონის მითითება.

  20. 31 იან. 1991

    121-ე მუხლში ჯარიმები განისაზღვრა ხუთას და ათას მანეთამდე, მეორე ნაწილს დაემატა სატრანსპორტო საშუალების სასყიდლით ჩამორთმევა, ხოლო მესამე ნაწილად დაემატა არასრულწლოვანისთვის მართვის გადაცემის სანქცია — სასყიდლით ჩამორთმევა.

  21. 30 ივნ. 1989

    121-ე მუხლში დაემატა უფლების არმქონე პირისთვის მართვის გადაცემა, პირველი ნაწილის ჯარიმა გახდა ოცდაათი მანეთი, ხოლო მეორე ნაწილის ქვედა ზღვარი — ოცდაათი მანეთი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 120შემდეგი მუხლი 121¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მართვის უფლების შეჩერების გასაჩივრებასერვისის გვერდი
  • რესიდენტის მართვის უფლება — რეგისტრაცია, გაცვლა და აპელაცია (EN/RU)სერვისის გვერდი
  • შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა და მოწმობის დაბრუნება — ვადის შემცირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 21 ცვლილება · ბოლო 13 დეკ. 2022
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 36 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 290

მიუთითებენ მასზე

მუხლი 119მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
  • 118იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
  • 121¹სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე პირის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 278სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გაუვარგისება
  • 277სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება
  • 276ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 52უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 21მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 27ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 35¹ნარჩენების არაუფლებამოსილი პირისთვის გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2782772761191329040118121¹522135¹17016827121
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…საგზაო მოძრაობის შესახ…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026