Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 119

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹33¹3²3³3⁴3⁵3⁶45677¹7²8

1.სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის შემდეგ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისა), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2.იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდან აქვს გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ან დარღვეული აქვს ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2¹.იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი, ან იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3.(ამოღებულია - 12.07.2023, №3465) .

3¹.(ამოღებულია - 15.12.2023, №4010) .

3².(ამოღებულია - 15.12.2023, №4010) .

3³.(ამოღებულია - 15.12.2023, №4010) .

3⁴.იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3⁵.ამ მუხლის 3 4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3⁶.ამ ნაწილით ან ამ მუხლის 3 5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის 3 4 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4.სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ფიზიკური პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

5.იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს), – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

6.სატრანსპორ ტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

7.იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

7¹.იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ ნორმებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

7².ამ მუხლის მე-7 ან 7 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

1.ამ კოდექსის 115 2 , 116-ე, 118-ე−118 2 , 119-ე, 120-ე−121 1 და 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 127 1 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და ის გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

2.(ამოღებულია).

3.ამ კოდექსით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევა ყველა სახეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე ტრამვაი და ტროლეიბუსი.

4.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

5.( ამოღებულია – 02.05.2014, №2375 ).

6.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

7.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პირზე, რომლის სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

8.(ამოღებულია – 21.04.2017, №712).

9.ამ მუხლის მე-7, 7 1 ან 7 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მძღოლს ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3-დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-7, 7 1 ან 7 2 ნაწილი თ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9¹.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

10.ამ მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების მოქმედება, აგრეთვე ამ კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის (გარდა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევისა), 121 1 მუხლის მე-3 ნაწილის, 125-ე მუხლის პირველი, 1 1 , 1 2 , 5 1 −მე-6, 6 2 , მე-7−9 2 , მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებისა და 125 2 −125 4 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.

11.ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებისა და 125 2 −125 4 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას.

12.(ამოღებულია - 15.12.2023, №4010) .

13.(ამოღებულია - 15.12.2023, №4010) .

14.ამ მუხლის 3 4 −3 6 ნაწილების მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

15.ამ მუხლის 3 4 −3 6 ნაწილების მიზნებისთვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

16.ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

17.პოლიცია უფლებამოსილია ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე შეზღუდოს იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თვალი/ბორბლები არ აკმაყოფილებს ზამთრის საბურავით აღჭურვისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დამაგრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

18.ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებამდე ჩამოერთვას შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება და იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება მისი ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემთხვევაში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის კანონი №851 – პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997წ., გვ.35 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1443 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ. 51 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1700 – ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4010 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №153 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1836 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №629 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 10 იან. 2023 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 32

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2026

    119-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამონაკლისების ჩამონათვალს, 125-ე მუხლის ნაწილებს შორის, დაემატა 1² ნაწილი; დანარჩენი ჩამონათვალი უცვლელია.

  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  3. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2023
  4. 8 ივლ. 2025
  5. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025
  6. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  7. 4 სექ. 2023· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2023
  8. 25 აპრ. 2022· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021
  9. 29 ივლ. 2020
  10. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  11. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    119-ე მუხლის მე-4 ნაწილში საურავი გახდა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი, არაუმეტეს 500 ლარისა, და წესი მთელ მუხლზე გავრცელდა; მე-5 ნაწილი ამოღებულია.

  12. 8 იან. 2014· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2013

    119-ე მუხლში ამოღებულია პირველი ნაწილის 10-ლარიანი რედაქცია და საურავის შენიშვნები, ხოლო დაემატა მე-7 ნაწილი დამუქებული მინებისათვის 50 ლარის ჯარიმით.

  13. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  14. 1 აგვ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  15. 18 მაი. 2012

    მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები 150 ლარიანი საურავის წესიდან გადავიდა მე-5 ნაწილის 500 ლარიანი საურავისა და 2 წლით ჩამორთმევის წესში; ჯარიმის შეცვლის პირობა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  16. 1 ივნ. 2011

    119-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მართვის მოწმობასთან ერთად დასახელდა ტრაქტორისტის მართვის მოწმობაც, ხოლო დროებითი ნებართვა — ამ მოწმობის ჩამორთმევისას.

  17. 1 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    119-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებში შეიცვალა ის ნაწილთა ნომრები, რომლებზეც ვრცელდება 150 ლარისა და 500 ლარის საურავი (მე-4 ნაწილი ახლა 150 ლარის ჯგუფშია, მე-6 ნაწილი კი 500 ლარის ჯგუფში), ხოლო მე-6 ნაწილში „ჯარიმის იძულებითი აღსრულება“ შეიცვალა „ჯარიმის გადახდით“.

  18. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    119-ე მუხლის მე-5 ნაწილში მართვის უფლების 2 წლით ჩამორთმევის საფუძვლად „მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები“ შეიცვალა 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობით.

  19. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    მე-4 ნაწილში საურავისა და მართვის უფლების ჩამორთმევის წესი დაკავშირდა 290-ე მუხლით დადგენილ ნებაყოფლობითი აღსრულების ვადასთან და ჯარიმის ჩანაცვლებასთან; დაემატა მე-5 ნაწილი (500 ლარის საურავი და 2-წლიანი ჩამორთმევა), მე-6 ნაწილი (საურავის გადახდის ვალდებულების შენარჩუნება) და მე-7 ნაწილი (გამონაკლისი დამუქებული მინების შემთხვევაში).

  20. 15 ივლ. 2005

    119-ე მუხლში ჯარიმის დიაპაზონები ჩანაცვლდა ფიქსირებული 10 და 15 ლარით, დაზიანებისას ჯარიმა — 1-წლიანი ჩამორთმევით; შენიშვნაში გაფართოვდა მუხლთა ჩამონათვალი და დაემატა საურავის წესი.

  21. 10 ნოე. 2004
  22. 30 ივნ. 1998

    119-ე მუხლში ამოღებულია „სატრანსპორტო საშუალება ან“, ამიტომ დისპოზიციაში დარჩა მხოლოდ ნომრიანი აგრეგატის რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე გადაკეთების საფუძველი; სიას დაემატა ცვლილების წყარო.

  23. 11 ნოე. 1997

    119-ე მუხლის პირველ ნაწილში სარეგისტრაციო მოწმობის შემდეგ დაემატა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი. სქოლიოში დაემატა ცვლილების შემტანი კანონის მითითება.

  24. 8 ოქტ. 1997

    119-ე მუხლის პირველ ნაწილში „მფლობელი“ შეიცვალა „მესაკუთრით“ და მესაკუთრის არყოფნისას დასაშვები დოკუმენტები გაფართოვდა მინდობილობით ან რეგისტრირებული მართვის უფლების გადაცემის დოკუმენტით; შენიშვნის მეორე ნაწილით ამ დოკუმენტების რეგისტრაცია და გაცემა უსასყიდლოა.

  25. 30 ივლ. 1996

    119-ე მუხლში ნასვამ მდგომარეობაში მართვის ჯარიმა ორივე ნაწილში ოცდაათიდან სამოც მინიმალურ ოდენობამდე გაიზარდა.

  26. 29 ივნ. 1995

    119-ე მუხლის ორივე ნაწილში ათმინიმალიანი ჯარიმა შეიცვალა ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმით.

  27. 17 მარ. 1994

    119-ე მუხლში ორივე ნაწილის ჯარიმა სამი ათასი მანეთიდან შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალა; ჩამორთმევის ვადა უცვლელია; დაემატა №436 კანონის მითითება.

  28. 31 აგვ. 1992

    119-ე მუხლში დარღვევის შემადგენლობა ნარკოტიკულ და ფსიქოტოქსიკურ საშუალებებზეც გავრცელდა და ჯარიმა სამ ათას მანეთამდე გაიზარდა.

  29. 31 მაი. 1991
  30. 30 ივნ. 1989

    119-ე მუხლში ჯარიმა ასიდან ორას მანეთამდე გაიზარდა, დაემატა შემოწმებისგან თავის არიდება და მართვის უფლების არმქონე პირის მიერ ჩადენის ნაწილი.

  31. 30 ივნ. 1986
  32. 31 ოქტ. 1985
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 118⁶შემდეგი მუხლი 119¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მართვის უფლების გარეშე ავტომობილის მართვა (ადმ. მუხლი 121)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა / ჯარიმების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 32 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 60 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 121მუხლი 121¹მუხლი 123მუხლი 125მუხლი 125⁴მუხლი 127¹მუხლი 290

მიუთითებენ მასზე

საგზაო მოძრაობის უ… 15მუხლი 313მუხლი 314მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 121სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის
  • 118იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
  • 122სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით ან სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით ან მოხსნილია აღრიცხვიდან

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 12სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის აკრძალვა
  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 277სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება
  • 278სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გაუვარგისება
  • 276ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 281საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 15ობიექტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 6მომსახურების საფასურის განაკვეთები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15121121¹123125125⁴127¹2903133144011812212170119
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026