საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №409 · ძალაშია 26 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2014 – 6 იან. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2012
  2. 109-ე მუხლში საშიში ნივთიერებების საჰაერო გადაზიდვის წესების დარღვევის ჯარიმები მანეთებიდან შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ჯერადებზე გადავიდა.

  3. 109-ე მუხლს დაემატა ნორმა, რომლითაც დასჯადი ნივთიერებების ნუსხა გადაზიდვის წესებს მიეკუთვნა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
227³329¹111²111³1113640¹3816³178168171109
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა