საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აეროდრომის/ვერტოდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ანდა აეროდრომის/ვერტოდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტის მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2.შენობებსა და ნაგებობებზე ღამისა და დღის მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობების განთავსების წესების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3.სააეროდრომო მოწყობილობების, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნებისა და მოწყობილობების დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4.აეროპორტის, აეროდრომის ან ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე გავლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4621 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №544 · ძალაშია 25 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 დეკ. 2023 – 31 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  3. 108-ე მუხლის ოთხივე სანქცია მანეთებიდან შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ჯერადებზე გადავიდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
280401111⁴116⁶111¹17424143¹45174178108
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საჰაერო კო…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა