1.საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლის ანდა საბაჟო ფორმალობების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის წარუდგენლობა – იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3.საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი პირის მიერ საბაჟო ორგანოსთვის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.




