Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 290

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 290. დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴1⁵1⁶233¹456

1.სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან , ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში , ამ კოდექსის 242- ე მუხლის მე -4 და 4 5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საჯარიმო ქვითრის ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის რეგისტრაციის მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე სრულწლოვანი პირისათვის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში , ხოლო ამ კოდექსის 208- ე და 208 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე დაჯარიმებისას − დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში . აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების , აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე , გარდა ამ მუხლის 1 5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

1¹.ამ კოდექსის 115 1 , 116-ე, 118-ე–118 4 , 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 127 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს უფლება აქვს, მისთვის დაკისრებული ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 დღეში. ჯარიმის ან საურავის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება. მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება. მართვის უფლების აღდგენისთვის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო არ არის. შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 118 1 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 118 2 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით, 118 3 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით, 120-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 122-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით, 123-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილითა და 125-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებითაც დგინდება ჯარიმისა და საურავის გადახდის სხვა წესები.

1².ამ კოდექსის 242- ე მუხლის მე -4 და 4 5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია საჯარიმო ქვითრის ასლი სამართალდამრღვევს პირადად ჩაჰბარდეს .

1³.თუ ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 და 4 5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.

1⁴.საჯარიმო ქვითარი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის რეგისტრაციის მისამართზე ერთი და იგივე სრულწლოვანი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.

1⁵.ამ კოდექსის 208-ე და 208 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დინებას.

1⁶.სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილ საჯარიმო ქვითართან/გამოტანილ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის წარმოებაში მიღების ან მისი წარმოებაში მიუღებლობისა და განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილების ასლს უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.

2.თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირებს არა აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ჯარიმა გადახდებათ მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.

3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სასამართლო დადგენილების ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3¹.თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად ვერ ჩაირიცხა გადახდილი თანხიდან საბანკო დაწესებულების ან ელექტრონული გადახდის საშუალების მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის დაქვითვის გამო, რასაც მოჰყვა სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვა, აგრეთვე ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის თანხის სრულ ოდენობამდე შევსების შემთხვევაში გაუქმდება მისთვის დარიცხული საურავი, აგრეთვე ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება მისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ, სამართალდამრღვევს მართვის უფლება აღუდგება და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება.

4.აკრძალულია თანამდებობის პირებისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდევინება საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ანგარიშზე.

5.ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სამართალდამრღვევისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ გაუქმდება და სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა დაუბრუნდება, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის ოდენობა: ა) არ აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ორმაგ ოდენობას; ბ) აღემატება 100 ლარს და სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

6.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2009 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1812- სსმ I, №30, 02.11.2009წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4708 – ვებგვერდი, 03.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1884 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4609 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4337 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №571 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 30

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. 2 იან. 2026· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2025
  3. 4 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  4. 3 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  5. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  6. 23 ოქტ. 2023· გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2023
  7. 16 სექ. 2022
  8. 7 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 9 სექ. 2021
  9. 29 ივლ. 2020
  10. 1 მაი. 2020· გამოქვეყნდა 10 ივნ. 2019
  11. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 30 მაი. 2019

    290-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 1²–1⁴ ნაწილებში ფოსტით ჩაბარების წესები მიესადაგა 242-ე მუხლის 4⁵ ნაწილს; ჩაბარების ადგილად მესაკუთრის რეგისტრაციის მისამართი განისაზღვრა, ხოლო უარის განმეორებით განმცხადებლად — ერთი და იგივე სრულწლოვანი პირი.

  12. 30 ივლ. 2018
  13. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  14. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    290 მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი ჯარიმის თანხის შევსების შემთხვევაზე, მე-5 ნაწილში მართვის უფლების შეჩერების გაუქმების პირობები ახლა ჯარიმის ოდენობაზეა დამოკიდებული, ხოლო მე-6 ნაწილი რედაქციულად გადაკეთდა.

  15. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    290-ე მუხლიდან ამოღებულია მართვის უფლების შეჩერების დადგენილების გაუქმებისა და მართვის მოწმობის დაბრუნების წესი საურავისა და დამატებითი 1000 ან 1500 ლარის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში.

  16. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    290-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა და განსაზღვრავს შეჩერების დადგენილების გაუქმებისა და მართვის მოწმობის დაბრუნების პირობას: საურავისა და დამატებითი ჯარიმის (500 ან 1000 ლარი) გადახდა შეჩერების ვადის გასვლამდე.

  17. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  18. 18 მაი. 2012

    290-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა 7-დღიანი გადახდის ვადა 208-ე და 208² მუხლების საქმეებზე; 1¹ ნაწილში ჯარიმა საურავთან ერთად გადაიხდება და ჩამორთმევა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობას უკავშირდება; ტერმინი „დამრღვევი“ ჩანაცვლდა „სამართალდამრღვევით“.

  19. 10 მაი. 2012

    290-ე მუხლში ჯარიმის გადახდის ვადის შეჩერებას დაემატა გამონაკლისი და ახალი 1⁵ ნაწილით 208-ე და 208² მუხლებით გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება ვადის დინებას არ აჩერებს.

  20. 1 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 3 ივნ. 2011

    290-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი, რომელიც პირველი ნაწილის ვადის ბოლო დღის უქმე ან დასვენების დღესთან დამთხვევისას ვადის დასრულებად მომდევნო პირველ სამუშაო დღეს ადგენს.

  21. 1 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 13 მაი. 2011

    290-ე მუხლის მე-3 ნაწილში ჯარიმის ნაცვლად დაკისრებული თანხის გადახდის წესი დაზუსტდა და დაემატა გადახდისას სამართალდამრღვევისა და სახდელის აქტის რეკვიზიტების მითითების ვალდებულება.

  22. 16 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2011
  23. 1 აგვ. 2010· გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    290-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვით გადაუხდელობის გამო მართვის უფლების ჩამორთმევის დადგენილება შეიძლება გაუქმდეს საურავისა და დამატებითი 1000 ან 1500 ლარის გადახდისას.

  24. 16 ნოე. 2009· გამოქვეყნდა 2 ნოე. 2009

    290-ე მუხლს დაემატა 1²–1⁴ ნაწილები საჯარიმო ქვითრის პირადად ჩაბარებისა და მიღებაზე უარის შემთხვევაში ჩაბარებულად ჩათვლის წესების შესახებ.

  25. 13 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    290-ე მუხლის პირველ ნაწილში დაემატა 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის შემთხვევები: ჯარიმის 30-დღიანი ვადა ითვლება ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან.

  26. 8 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 25 მარ. 2008
  27. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    290-ე მუხლის პირველ ნაწილში გასაჩივრებისას ვადა შეჩერდება (ნაცვლად 15-დღიანი ვადისა), ხოლო დაემატა 1¹ ნაწილი დამატებითი 30-დღიანი ვადით, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას მართვის უფლების ჩამორთმევით და შენიშვნით გამონაკლისებზე.

  28. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    290-ე მუხლის პირველ ნაწილში გადახდის ვადები ახლებურად არის ფორმულირებული და გასაჩივრების წესი ვრცელდება 234¹ მუხლით ადგილზე განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებაზეც.

  29. 15 ივლ. 2005

    290-ე მუხლის 1-ლ ნაწილში ჯარიმის გადახდის ძირითადი ვადა 30 დღეა, გასაჩივრებისას კი 15 დღე შეტყობინების მიღებიდან; მე-3 ნაწილით ჯარიმა საბანკო დაწესებულებაში და მის ფილიალებში შეიტანება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად.

  30. 1 ივლ. 1997· გამოქვეყნდა 7 ივნ. 1997

    290-ე მუხლს დაემატა ცალკეული დარღვევებისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან ოცდაათდღიანი გადახდის ვადა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 289შემდეგი მუხლი 290¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 30 ცვლილება · ბოლო 24 მარ. 2026
  • ციტირებულია 65 მუხლი
  • 60 რედაქცია
  • 10 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 118¹მუხლი 118²მუხლი 118³მუხლი 120მუხლი 122მუხლი 123მუხლი 125მუხლი 127¹მუხლი 234¹მუხლი 242

მიუთითებენ მასზე

მუხლი 112მუხლი 114მუხლი 114¹⁰მუხლი 114¹¹მუხლი 114¹²მუხლი 114¹³მუხლი 114¹⁴მუხლი 114¹⁵მუხლი 114¹⁶მუხლი 114²მუხლი 114³მუხლი 114⁶მუხლი 114⁷მუხლი 114⁸მუხლი 114⁹მუხლი 115²მუხლი 116მუხლი 118მუხლი 118¹მუხლი 118²მუხლი 118³მუხლი 119მუხლი 119¹მუხლი 119²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 290⁶მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
  • 290⁴მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი  დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება
  • 240¹მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 35სამსახურის უფლებები და მოვალეობები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85¹ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 33ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 41³

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 10¹ (მერვე)8 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 5იურიდიული დახმარების გაწევის პირობები

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა

საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4³დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118¹118²118³120122123125127¹234¹242112114114¹⁰114¹¹114¹²290
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026