საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 155¹. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებით ვაჭრობა არასტაციონარული სავაჭრო ობიექტებიდან, აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების სხვაგვარი დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ან ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების 200 ლიტრზე მეტი რაოდენობა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – 2000 ლიტრზე მეტი რაოდენობა. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №285 – სსმ I, №18, 15.05.2000წ., მუხ.47 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.252

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №421 · ძალაშია 23 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 29 მაი. 2000 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    155¹ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში ჯარიმები შეიცვალა ფიქსირებული თანხებით: 500, 5 000 და 30 000 ლარი. შენიშვნაში დიდი ოდენობის ზღვარი 300-დან 200 ლიტრამდე შემცირდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარი (2000 ლიტრი) უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 20 მარ. 2001

    ტექსტი პირველ ნაწილად იქცა და დაემატა მე-2 და მე-3 ნაწილები გამკაცრებული ჯარიმებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის (300 და 2000 ლიტრი) ან განმეორებითობის შემთხვევაში.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    ახალი 155¹ მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ნავთობის დისტილატების არასტაციონარულ ობიექტებზე ვაჭრობისა და რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევისთვის — ჯარიმა ასი ლარი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
198¹59³96²155⁸37¹⁰37⁴288¹7240¹3836168155¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…წამლისა და ფარმაცევტულ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა