საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 165^18. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების დადგენილი წესის დარღვევა
1. წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევა, რომლის დარღვევამაც კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვია ან/და რომლის არარსებობის შემთხვევაშიც სხვაგვარი გადაწყვეტილება/ქმედება იქნებოდა მიღებული/განხორციელებული, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1708 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
