Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 99

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 99. პოლიტიკური / წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 57-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2.ამ კანონის 57-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3.ამ კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4.ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს გაზეთის (ბეჭდვითი მედიის საშუალების) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 57-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. 2. ამ კანონის 57-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისთვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით. 4. ამ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს გაზეთის (ბეჭდვითი მედიის საშუალების) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. მუხლი 100. საარჩევნო სუბიექტების პასუხისმგებლობა „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისთვის 1. საარჩევნო სუბიექტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისთვის, აგრეთვე იმ ქმედებისთვის, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების კანონით დადგენილი მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 15 ივნ. 2026 – 13 ოქტ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 29 დეკ. 2025 – 3 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 98შემდეგი მუხლი 100

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №3

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 56მუხლი 57

მიუთითებენ მასზე

მუხლი 94

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 101საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა
  • 95წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა
  • 104წინასაარჩევნო

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 159¹არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)
  • 153⁴გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე
  • 165¹⁸წინასწარი საინფორმაციო შეტყობინების, შესყიდვის შესახებ განცხადების ან/და შესყიდვის დოკუმენტაციის შედგენის ან/და გამოქვეყნების დადგენილი წესის დარღვევა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 37⁶ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72⁷პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34²

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 164¹ამომრჩევლის მოსყიდვა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 23ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 62პრესისა და მასობრივი სხვა საშუალებების მიერ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
164¹159¹153⁴165¹⁸34²37⁶72⁷23565794101951046299
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს ადმინისტრა…წამლისა და ფარმაცევტულ…საერთო სასამართლოების …მოქალაქეთა პოლიტიკური …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026