საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 172¹¹. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობა ან/და აღრიცხვის წესის დარღვევა − გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/ პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).

3.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ექვსმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად) ან  უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით შეზღუდვას. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ათავისუფლებს უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღრიცხვის ვალდებულებისგან. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1816 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი XIV. მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №640 · ძალაშია 18 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 18 სექ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31³1972586³86⁴49²10⁵10¹ (…10⁷25778172¹¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უმაღლესი განათლების შე…პერსონალურ მონაცემთა დ…ინფორმაციული უსაფრთხოე…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…უცხოეთის აგენტების რეგ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა