Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიმუხლი 8

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

მუხლი 8. კანონის აღსრულება და სანქცია

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პირი, რომელიც: ა) განზრახ დაარღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას (მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს); ბ) ნებისმიერ რეგისტრაციის განცხადებაში, დამატებით დოკუმენტში ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს ან მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, განზრახ შეიტანს არსებითი ფაქტის შესახებ მცდარ ინფორმაციას ან განზრახ გამოტოვებს ნებისმიერ ფაქტს ან არ წარადგენს იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც მასში მითითებული უნდა იყოს, − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის ან ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტის დარღვევისთვის პირი ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით არაუმეტეს ექვსი თვისა.

2.უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურის საზღვარგარეთ განხორციელებისას უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის ვინაობის გამჟღავნება ნებადართულია, მაგრამ აუცილებელი არ არის.

3.თუ უცხოელს მსჯავრი დაედება ამ კანონის რომელიმე ნორმის დარღვევისთვის ან გამოაშკარავდება მისი მცდელობა, დაარღვიოს ამ კანონით გათვალისწინებული რეგულაცია, იგი გაძევებული იქნება საქართველოდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.იმ რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების წარუდგენლობა, რომელიც/რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ითვლება დენად დანაშაულად მანამ, სანამ იარსებებს, იმის მიუხედავად, ეწინააღმდეგება თუ არა სხვა კანონს, და მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა.

5.თუ, გენერალური აუდიტორის აზრით, პირი ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც არღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას ან ამ კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას, ან თუ უცხოური პრინციპალის აგენტი არ ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, გენერალურ აუდიტორს შეუძლია მიმართოს საქართველოს შესაბამის სასამართლოს. სასამართლო ამ პირს დაავალდებულებს, შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება ან უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან მოითხოვს ამ კანონის ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაბამისი რეგულაციის შესრულებას. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს აქვს იურისდიქცია და უფლებამოსილება, გამოიტანოს ისეთი დროებითი ან მუდმივი განჩინება ან გადაწყვეტილება, რომელსაც იგი სათანადოდ მიიჩნევს.

6.თუ გენერალური აუდიტორი დაადგენს, რომ რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს ან ამ კანონით დაწესებულ რეგულაციებს, იგი ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მას რეგისტრაციის განცხადების ხარვეზზე მიუთითებს. პირის მიერ უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება უკანონოდ ჩაითვლება შესაბამისი შეტყობინების მიღების დღიდან 10 დღის ან 10 დღეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა შესწორებული რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, და შესრულებული იქნება თუ არა რეგულაციები.

7.უკანონოა უცხოური პრინციპალის აგენტის უცხოურ პრინციპალთან დადებული ისეთი ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარედ დაფიქსირება (მიუხედავად იმისა, ეს ღიად არის გამოხატული თუ ნაგულისხმებია), რომლის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტის ანაზღაურების, ხელფასის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის ოდენობა ან მისი მიღება სრულად ან ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება მის მიერ განხორციელებული პოლიტიკური საქმიანობის წარმატებაზე. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევა - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №1

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 355²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 355²საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა
  • 380¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა
  • 204¹ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 86გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა
  • 85ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

  • 9პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 23პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის
  • 24პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 77კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 23ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 18ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43¹ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
355²380¹204¹187723242343¹86859248
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…უცხოეთის აგენტების რეგ…პერსონალურ მონაცემთა დ…უცხოური გავლენის გამჭვ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025