საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 180. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) ბრუნვის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2.სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია გამოყენებული არ ყოფილა, მას შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად 30 დღის ვადა მიეცემა. ამ ვადაში პირს აღნიშნული ნებართვის გარეშე სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენისთვის, შენახვისთვის ან ტარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3706 – ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №533 · ძალაშია 27 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ივლ. 2023 – 1 აგვ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  2. 180 მუხლში ჯარიმები მინიმალური ოდენობებით განისაზღვრა: პირველად — ნახევრიდან ერთამდე, განმეორებით — ერთიდან ორამდე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
735³238236237295182³156181⁵37⁴37¹⁰4040¹180
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…იარაღის შესახებნარჩენების მართვის კოდ…წამლისა და ფარმაცევტულ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა