იარაღის შესახებ

მუხლი 35³. სასიგნალო იარაღის შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის დროებითი წესი

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ჯანდაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი ვალდებულია 2025 წლის 1 ივლისამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სასიგნალო იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში შესრულების შესახებ.

3.ამ მუხლის შესაბამისად სასიგნალო იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდევინების წესი დგინდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო სასიგნალო იარაღის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინების წესი − „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებით.

4.საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №82 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივნ. 2003 – 1 სექ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35²35⁴3219²44¹⁰4182182³182⁴1511 (დ…9835³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…იარაღის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…თავდაცვის კოდექსისაჯარო სამართლის იურიდ…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა