საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 68. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2.დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა ან უკანონო ძოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 500 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 700 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 200 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.

4.ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 000 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.

6.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 400 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 400 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1358 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №538 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 მაი. 2020
  2. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018

    68-ე მუხლის მე-5 ნაწილში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე განმეორებითი ქმედებისთვის ჯარიმის დიაპაზონი „ორას ოციდან ორას სამოცდაათ ლარამდე“ შეიცვალა 240 ლარის ფიქსირებული ოდენობით.

  3. · გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2013

    მე-3 ნაწილში გაიზარდა ჯარიმის ქვედა ზღვრები წვრილფეხა (ორმოცდაათი ლარი) და მსხვილფეხა (ას ოცი ლარი) პირუტყვზე; დაემატა მე-4 და მე-5 ნაწილები, რომლებიც მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის უფრო მაღალ ჯარიმას ადგენს.

  4. 68-ე მუხლი ეხება სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანებას; ჯარიმა ათ ლარამდეა.

  5. · გამოქვეყნდა 31 ივლ. 1997

    68 მუხლს დაემატა პასუხისმგებლობა დაცულ ტერიტორიებზე სათიბებისა და საძოვრების დაზიანებისა და ძოვების წესების დარღვევისთვის, ორსაფეხურიანი ჯარიმით.

  6. 68-ე მუხლში მოქალაქეთა ჯარიმა შრომის ანაზღაურების სამ, თანამდებობის პირთა — ათ მინიმალურ ოდენობამდეა; დაემატა კანონის მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30530322223975734940¹363413213113623¹68
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სისხლის სა…ნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი პასუხის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა