საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 222. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 აპრ. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51 2 , 51 5 , 53 1 , 53 2 და 55​ 4 მუხლებით, 57 3 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 57 3 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 57 4 , 58 3 , 59-ე, 63-ე−64 2 , 66-ე,  66 3 −66 5 , 68-ე, 69 6 , 71-ე, 71 1 , 73-ე, 74-ე და 76-ე−77-ე მუხლებით,  79 4 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 82 1 –82 4 მუხლებით, 82 5 ​​ მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 82 6 მუხლით (პლასტმასის ნაკეთობების (საგნების) წარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების (გარდა სურსათის ბიზნესოპერატორისა) ნაწილში), 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 84 1 , 85 3 და 85 4 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 86 2 , 87 2 , 87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 119 2 და 128 2 −128 6 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 181​ 6 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

2.ამ კოდექსის 48-ე, 51 2 და 53 2 მუხლებით, 57 3 მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ნაწილში), 57 4 , 58​​​ 3 , 59-ე, 64-ე და 64​​​ 1 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 66​​​ 3 და 69 ​ 6 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე და 82 ​​​ 1 მუხლებით, 82 2 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით,  82​​​ 3 მუხლით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 84 ​​​ 1 და 85 4 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 86​​​ 2 , 87 2 –87 3 , 89 ​​​ 3 , 119​​​ 2 და 128​​​ 2 მუხლებით, 128 3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128 4 −128​ 6 მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−2 2 ნაწილებითა და 181 6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.

2¹.თუ ამ კოდექსის 86 3 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირისთვის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გაგზავნიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იგი არ გამოცხადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, ამ დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს უფლება, ამ კოდექსის 86 3 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის აღნიშნულ პირს ადმინისტრაციული სახდელი დაადოს (შესაბამისი დადგენილება გამოიტანოს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად.

3.(ამოღებულია – 26.12.2018, №4150) .

3¹.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51-ე, 51 2 , 51 5 , 63-ე და 64-ე მუხლებით, 66-ე მუხლით (გარდა 66-ე მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობებისა) და 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე, 128 2 და 128 6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.

4.(ამოღებულია – 26.12.2018, №4150) .

4¹.ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51 2 , 51 5 , 63-ე და 64-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე, 128 2 და 128 6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.

5.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 53 1 , 53 2 , 55 4 და 64 1 მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10–მე-12 ნაწილებისა) და 89-ე–89 3 და 128 6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მუხლებით/მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 163 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1981 – სსმ I, №19(26), 04.06.1999წ., მუხ.77 საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1753 – სსმ I, №31, 10.12.2002წ., მუხ.139 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1768 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.253 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3807 – სსმ I, №65,26.11. 2010 წ., მუხ.410 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4429 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი №723 – ვებგვერდი, 03.07.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1358  – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 18  სექტემბრის კანონი №2660 – ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2998 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3489 – ვებგვერდი,14.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4953 – ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №909 – ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1118 – ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1716 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2756 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4150 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6412 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1100 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ . საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3309 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 12 ივლისის კანონი №3465 – ვებგვერდი, 24.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4303 – ვებგვერდი, 09.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №566 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №558 - ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №791 – ვებგვერდი, 04.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1195 – ვებგვერდი, 15.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1526 – ვებგვერდი, 01.05.2026წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1751 – ვებგვერდი, 24.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1836 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2024 – 1 აპრ. 2028 ტექსტი უცნობია

  2. 27 ივლ. 2023 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  3. 24 დეკ. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 38

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 1 მაი. 2026
  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2025
  3. 222-ე მუხლის მე-2 ნაწილში 151-ე მუხლის მითითება პირველი და მე-2 ნაწილებიდან გაფართოვდა პირველი−2² ნაწილებამდე, ამდენად ადგილზე განხილვის წესი ახალ 2¹ და 2² ნაწილებსაც მოიცავს.

  4. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
  5. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2025
  6. 222 მუხლში ადგილზე განხილვის წესი შეიცვალა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ფართო ჩამონათვალით განხილვისა და სახდელის დადების უფლებით.

  7. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2024
  8. · გამოქვეყნდა 17 ივლ. 2023
  9. · გამოქვეყნდა 5 ივლ. 2023
  10. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2023
  11. · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2020
  12. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2018
  13. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2018
  14. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  15. · გამოქვეყნდა 26 აპრ. 2016
  16. 222-ე მუხლში დეპარტამენტის სამინისტროს დასახელება შეიცვალა და საქმეთა განხილვის უფლების ჩამონათვალში 57-ე−57³ მუხლების ნაცვლად 57¹ მუხლია მითითებული.

  17. · გამოქვეყნდა 13 ივლ. 2017
  18. 222 მუხლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა ჩამონათვალს 91³ მუხლის მე-3 ნაწილი დაემატა.

  19. · გამოქვეყნდა 14 მაი. 2015
  20. · გამოქვეყნდა 12 იან. 2015

    222-ე მუხლში დეპარტამენტის უფლებამოსილების ჩამონათვალი შეიცვალა: 82-ე მუხლის ნაცვლად მითითებულია 82¹ და 82², ხოლო 146¹ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულია.

  21. · გამოქვეყნდა 2 ოქტ. 2014
  22. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  23. · გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2013

    222 მუხლის სიაში, რომლის საქმეებზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ განხილვისა და სახდელის დადების უფლება, დაემატა 71¹ მუხლი, ხოლო 51⁴−53² დიაპაზონი, 82-ე–85⁵ და 86-ე მუხლების ჩამოთვლა ახლებურადაა ჩამოყალიბებული.

  24. · გამოქვეყნდა 3 ივლ. 2013

    222-ე მუხლში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილების გამონაკლისი 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების ნაცვლად ახლა მე-9 და მე-10 ნაწილებს ეხება.

  25. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    222-ე მუხლში უფლებამოსილი ორგანო ახლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტია, ჩამონათვალს 146¹ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები დაემატა, ხოლო ნავთობისა და გაზის სექტორის წესები ამ მუხლიდან გადავიდა.

  26. · გამოქვეყნდა 13 მაი. 2011

    222-ე მუხლში სამინისტროს ორგანოების უფლებამოსილება გადაეცა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სფეროს საქმეები.

  27. 222 მუხლის 1–3 ნაწილებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაცვლად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებსა და თანამდებობის პირებს აქვთ საქმეთა განხილვისა და სახდელის დადების უფლება; მე-2 ნაწილში შეიცვალა „სახდელის“ ფორმა.

  28. · გამოქვეყნდა 26 ნოე. 2010
  29. · გამოქვეყნდა 20 მაი. 2010

    222-ე მუხლის პირველ ნაწილში 86-ე მუხლის გამონაკლისი ნაწილები „მე-5 და მე-6“-დან „მე-4 და მე-5“-ად შეიცვალა და „სახდელის“ ნაცვლად ჩაიწერა „სახდელების“.

  30. · გამოქვეყნდა 4 აგვ. 2006

    222-ე მუხლის პირველ ნაწილში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოების უფლებამოსილება გაფართოვდა 85⁴, 89³ და 173⁵ მუხლებით გათვალისწინებულ საქმეებზე; 86-ე მუხლის გამონაკლისის ფორმულირება დაზუსტდა.

  31. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    222-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: უფლებამოსილი ორგანო მიწის მართვის დეპარტამენტის ნაცვლად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებია, გაფართოებული მუხლების ჩამონათვლით (1-ლი ნაწილი), ხოლო სამინისტროს სახელით მოქმედებენ მისი უფლებამოსილი თანამდებობის პირები (მე-2 ნაწილი).

  32. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2002

    222-ე მუხლის პირველი ნაწილის მუხლთა ჩამონათვალს დაემატა 51⁴ და 51⁵, ამიტომ ამ სამართალდარღვევათა საქმეებს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები განიხილავენ.

  33. · გამოქვეყნდა 4 ივნ. 1999

    222-ე მუხლის პირველი ნაწილის ჩამონათვალს დაემატა 51³, 53³ და 54¹ მუხლები, ხოლო 55 – 55³ დიაპაზონის ბოლოდან „-ე“ ამოღებულია.

  34. 222-ე მუხლში გამოჩნდა ნორმა, რომლითაც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოები განიხილავენ მიწის დაცვის სამართალდარღვევებს და განსაზღვრულია, რომელ ორგანოებს აქვთ სახდელის დადების უფლება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290⁸1128³128⁶151181⁶234484953²57³664222
მითითებამნიშვნელობით ახლოსრაც უფრო ახლოსაა, მით უფრო ახლოა მნიშვნელობით

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა