1.სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა – გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში დაედო ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 220 ლარის ოდენობით. საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 – ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1358 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.

