ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 26. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (სახდელები)

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე ოსეფაშვილი

1.ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემაში ჩართული პირის მიერ წლიური ენერგიის საბოლოო მოხმარების დაზოგვის ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.

2.ადმინისტრაციული ორგანოს, ენერგიის გამანაწილებლის, ენერგომომსახურების მიმწოდებლის ან სუბსიდიის მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის/მონაცემების განუთავსებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 1000 ლარიდან 5000 ლარამდე.

3.ენერგიის მიმწოდებლის ან ენერგიის გამანაწილებლის მიერ ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.

4.საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.

5.ენერგოაუდიტის ანგარიშის შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე.

6.გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.

7.სამინისტროს მიერ განსაზღვრული ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემაში ჩართული პირის მიერ წლიური ენერგიის საბოლოო მოხმარების დაზოგვის ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებლების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე. 2. ადმინისტრაციული ორგანოს, ენერგიის გამანაწილებლის, ენერგომომსახურების მიმწოდებლის ან სუბსიდიის მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის/მონაცემების განუთავსებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 1000 ლარიდან 5000 ლარამდე. 3. ენერგიის მიმწოდებლის ან ენერგიის გამანაწილებლის მიერ ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. 4. საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის განუხორციელებლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის განუხორციელებლობა ან/და სამინისტროსთვის განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლის წარუდგენლობა ან სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 90 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. 5. ენერგოაუდიტის ანგარიშის შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე. 7. სამინისტროს მიერ განსაზღვრული ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 000 ლარიდან 150 000 ლარამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²36464718101312144122725136426
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეტიკეტირების შეს…შრომის უსაფრთხოების შე…პერსონალურ მონაცემთა დ…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა