„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 6. მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი
1. საქართველოში მოქმედებს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით; გ) მეცნიერთა საზოგადოებრივი გაერთიანებანი. 1 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქმნება კანონით და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის წესები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანებები მონაწილეობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაში, სახელმწიფო სამეცნიერო ტექნოლოგიების პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში, მათ ექსპერტიზასა და შესრულებაში. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4560 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5277 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
