საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

მუხლი 5

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებს, თითოეულს თანაბარი პროპორციით, ენიშნება ყოველთვიური პენსია.

2.საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მის მშობ-ლებს, მეუღლეს ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს (შვილებს) ყოველთვიური პენსია მიეცემა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო არასრულწლოვან შვილს (შვილებს) – სრულწლოვანების მიღწევამდე.

3.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრს (წევრებს) პენსია ენიშნება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.

4.საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრს (წევრებს) პენსია ენიშნება საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად.

5.საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრს (წევრებს) პენსია ენიშნება საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური თანამდე-ბობრივი სარგოს შესაბამისად.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის ოდენობა იცვლება ამავე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ცვლილების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2221204671214 (დ…13 (დ…1018175
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ყოფილი უმა…სახელმწიფო კომპენსაციი…სახელმწიფო პენსიის/საპ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა