საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი (წევრები) წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს პარლამენტის აპარატს, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

2.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და პენსიის დასანიშნად წარუდგენს პენსიის დანიშვნის უფლების მქონე ორგანოს.

3.საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

4.საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის პენსიის დარიცხვას, დაანგარიშებასა და გადახდას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4300-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.410 საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2366 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 16 მაი. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22131413245476514 (დ…446
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ყოფილი უმა…სახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო პენსიის/საპ…სახელმწიფო კომპენსაციი…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა