საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის შედეგად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სპეციალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გადასახლებაში, გასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მისი, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები (ნაშვილები) სარგებლობენ: ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, ტელეფონის სააბონენტო გადასახადი) ფასდაკლებით სახელმწიფოს ხარჯზე – ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება; ელექტროენერგიის უფასო მოხმარებით თვეში 30 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 45 კვტ სთ-ის ოდენობით. საცხოვრებელი ფართობის ქირის შეღავათი უწესდება პირს, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ფონდის სახლში; გ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სპეციალურ დასახლებაში, მიუხედავად ასაკისა, შრომის სტაჟისა, დასაქმებისა, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4.ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ სოციალური დაცვის გარანტიების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2006 წლის 1 იანვრიდან.

5.ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი არ აბრკოლებს შესაბამისი კატეგორიის პირთა საქმეების სასამართლოში განხილვას. საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1403 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ., გვ.10 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1770 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.239 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2456 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.437 თავი IV. გარდამავალი დაბულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 18 მაი. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005
  2. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 1999
  3. · გამოქვეყნდა 14 ივნ. 1998

    მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში პენსიის მიმღები პირთა წრე და პირობები ახლებურად განისაზღვრა (ასაკის, შრომის სტაჟისა და დასაქმების მიუხედავად), ხოლო დაემატა მე-3 პუნქტი გარანტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²⁶21²⁹22516151441314983211012
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…ომისა და თავდაცვის ძალ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ყოფილი უმა…ადმინისტრაციული სახდელ…სახელმწიფო კომპენსაციი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა