ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 44. პენსიის გაცემა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაწილის მიერ ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. პენსია გაიცემა მონაწილის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ მონაწილემ აირჩია პენსიის მიღება ანუიტეტის ფორმით ან მონაწილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტები დამატებით შესწავლას საჭიროებს. ვადის გაგრძელების შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი და საპენსიო კომპანია ვალდებული არიან ამის შესახებ წინასწარ აცნობონ მონაწილეს ან მემკვიდრეს/ბენეფიციარს.

3.ამ მუხლით დადგენილ ვადაში პენსიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში მონაწილე ან ბენეფიციარი უფლებამოსილია პრეტენზიით მიმართოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას მათი შიდა პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესაბამისად, ხოლო ამ პრეტენზიის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში − სამსახურს. თავი X საპენსიო აქტივების გადატანა და საპენსიო სქემის შეწყვეტა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14151233768323334434055744
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…სახელმწიფო პენსიის/საპ…სახელმწიფო პენსიის შეს…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა