1.სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით.
2.მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან მასზე მაღალი წოდება.
3.მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
