საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

მუხლი 35. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების (გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა) მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა.

2.უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, ხოლო სამსახურის უფროსს − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. ამ წარდგინებისთვის საჭირო ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის სამსახური.

3.განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3508 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. … – 28 დეკ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8762313²4534543233271635
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…სახელმწიფო სპეციალური …პოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…სამხედრო პოლიციის თანა…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა