შემოსავლების სამსახურის შესახებ

მუხლი 8¹. სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მათი მინიჭების წესი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილესა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2.სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოსგან, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსგან, წელთა ნამსახურობის დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატისგან.

3.სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს: ა) სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს; ბ) სამსახურის უფროსის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის წესსა და პირობებს. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1925 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1117 – ვებგვერდი, 27.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 მარ. 2010 – 1 დეკ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 ნოე. 2025
  2. · გამოქვეყნდა 28 ოქტ. 2022

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
845¹11¹³815³10¹346383179268¹
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…პროკურატურის შესახებსამოქალაქო უსაფრთხოები…სახელმწიფო სპეციალური …სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა