სახელმწიფო ენის შესახებ

მუხლი 25. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილ წარწერათა წარმოდგენა და განლაგება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.

2.საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის არასახელმწიფო ენაზე (მათ შორის, ეროვნული უმცირესობის ენაზე) წარმოდგენის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

3.ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).

4.ოფიციალური სახელწოდების ქართულ, აფხაზურ და არასახელმწიფო ენებზე  გადმოცემისას ქართული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), აფხაზური ტექსტი – ცენტრში, ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით).

5.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის წინ (მარცხნივ ან ზევით) თავსდება.

6.არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა. 2. საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის არასახელმწიფო ენაზე (მათ შორის, ეროვნული უმცირესობის ენაზე) წარმოდგენის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. 3. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). 4. ოფიციალური სახელწოდების ქართულ, აფხაზურ და არასახელმწიფო ენებზე  გადმოცემისას ქართული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), აფხაზური ტექსტი – ცენტრში, ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ შემთხვევაში სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის წინ (მარცხნივ ან ზევით) თავსდება. 6. არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ოქტ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1177778424236535741025
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ენის შესახე…საჯარო შესყიდვების შეს…რეკლამის შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ზოგადი ადმ…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა