საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 4. ენა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილისალომე კობერიძე

1.საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა მომზადდეს და გამოქვეყნდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

2.შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის შესახებ განცხადება და შესყიდვის დოკუმენტაცია ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე. შესყიდვის შესახებ განცხადებასა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხის/საკითხების გადაწყვეტისას საქართველოს სახელმწიფო ენაზე შედგენილი შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის ტექსტსა და ინგლისურ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საქართველოს სახელმწიფო ენაზე შედგენილი განცხადებისა და დოკუმენტაციის ტექსტს.

3.თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება, შესყიდვის შესახებ განცხადება, აგრეთვე წინადადებების წარსადგენად/დიალოგში ან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე.

4.კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია საჯარო შესყიდვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად წინადადება და სხვა დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო ენაზე წარადგინოს. თუ წინადადება და სხვა დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო ენაზე არ არის შედგენილი, კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სათანადო დოკუმენტის დედანს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12¹16¹20¹⁰42812296255326664
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო ენის შესახე…საჯარო შესყიდვების შეს…რეკლამის შესახებსახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა