საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 284. განჩინების გამოტანა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.

2.სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, – ყველა მოსამართლე.

3.თუ განჩინება მიღებულია სათათბირო ოთახში გაუსვლელად, ის შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

4.განჩინება, რომელსაც სასამართლო იღებს ადგილზე თათბირით, უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას, რაც აისახება სხდომის ოქმში.

5.თავმჯდომარე ან მოსამართლე სათათბირო ოთახში მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს თათბირის შემდეგ. თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას.

6.განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 14 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰⁸3126²28925739020731⁵1922772719182284
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საკონსტიტუ…პენიტენციური კოდექსისაჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა