Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 31⁵

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 31⁵

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, აგრეთვე ამ კანონის 21 1 მუხლითა და 25-ე მუხლის 4 1 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.

2.საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებად ითვლება განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის/კოლეგიის მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა.

3.განჩინების/საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება.

4.საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება/საოქმო ჩანაწერი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. თუ სასამართლოს წევრი განზრახ თავს არიდებს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, განჩინება/საოქმო ჩანაწერი შესაძლებელია გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში.

5.ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის სხდომათა დარბაზში გამოცხადება სავალდებულოა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება/საოქმო ჩანაწერი ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ. თუ სასამართლოს წევრი განზრახ თავს არიდებს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, იგი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნებად ითვლება მათი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.

7.საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღების (გამოცხადების) შესახებ ეცნობებათ მხარეებს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2022
წინა მუხლი 31⁴შემდეგი მუხლი 31⁶

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-16 · №38

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-12-28
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21¹მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31⁶—
  • 27¹—
  • 21¹—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 222კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 284განჩინების გამოტანა
  • 243საბოლოო გადაწყვეტილება
  • 390სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 192სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი
  • 314სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. განაჩენი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2842433906021¹2531⁶27¹19231413922218231⁵
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025