Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹⁰⁸

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹⁰⁸. დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარება

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:საგადასახადო შესაბამისობაკომერციული სასამართლო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) ჩაბარება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), ან თუ ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, ამ გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 4 კალენდარული დღისა ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 6 კალენდარული დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლი. საწინააღმდეგო შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებიდან მე-5 კალენდარულ დღეს ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

3.თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი (მისი წარმომადგენელი), რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი არ იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების გამოცხადების ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის ამ პირისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4.თუ მხარე სამხედრო სამსახურს გადის, დასაბუთებული გადაწყვეტილების/დასაბუთებული განჩინების ასლის მისთვის სამხედრო სამსახურის გავლის ადგილზე გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №96 · ძალაშია 19 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 19 დეკ. 2023 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21¹⁰⁷შემდეგი მუხლი 21¹⁰⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო უწყებების ჩაბარება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო საჩივრები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სამოქა… 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁸სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი
  • 13მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა
  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 259¹გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება
  • 184სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება
  • 257გადაწყვეტილების გამოტანა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 268საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹⁵გადაწყვეტილების ჩაბარება და გასაჩივრება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 20⁹

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 278განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლების გადაცემა
  • 294მხარისათვის სააპელაციო საჩივრის ასლის გადაგზავნა, შესაგებელი
  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁸1321¹¹⁸26878259¹18425720⁹2782946437¹⁵21¹⁰⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026