Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 430

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 430. განცხადების განხილვა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2.თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.

3.თუ გაირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება საფუძვლიანია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასამართლო გააუქმებს განჩინებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის პირველი ივნისიდან 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება №2/8/1455 - ვებგვერდი, 31.12.2024წ.

4.ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/765 – ვებგვერდი, 12.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი №805 – ვებგვერდი, 26.07.2021წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება №2/8/1455 - ვებგვერდი, 31.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №169 · ძალაშია 31 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 429შემდეგი მუხლი 431

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №178

  • 22 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 422მუხლი 423მუხლი 431

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 351⁴განცხადების განხილვის წესი
  • 421საქმის წარმოების განახლების სახეები
  • 424განსჯადობა

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 65ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 102ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 26²განმწესრიგებელი სხდომა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹²საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 314სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. განაჩენი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 20⁶

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 27¹

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 46პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁸დავის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4610226²422423431351⁴42142427¹20⁶3146541⁸37¹²430
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026