Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 27¹

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 27¹

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს, თუ საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა სხვაგვარად შეუძლებელია.

3.საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისას საოქმო ჩანაწერში მიუთითებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

4.საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საქმის გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის მიზნით უფლება აქვს, მიიღოს საოქმო ჩანაწერი საქმის ზეპირად განხილვის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს.

5.საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის ან/და მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე.

6.მოსარჩელის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს კონსტიტუციურ სარჩელთან/კონსტიტუციურ წარდგინებასთან ერთად ან მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოპასუხეს.

7.მოპასუხის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების მიღებიდან ან მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოსარჩელეს.

8.თუ მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის, ხოლო მოსარჩელე − მოპასუხის მოთხოვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

9.თუ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკითხის გადაწყვეტის საფუძვლად არსებული სამართლებრივი გარემოებები, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ხელახალი განხილვა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 აპრ. 1996 – 3 იან. 2007 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 15 აპრ. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 დეკ. 2022
  2. 10 აგვ. 2018
  3. 3 იან. 2007

    ახალი 27¹ მუხლი ადგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესს და მხარეთა მოთხოვნის 10-დღიან ვადებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 27²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 3 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31⁵
  • 31⁶
  • 27

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 314სასამართლო სხდომა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. განაჩენი
  • 185სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა
  • 295სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 376¹საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე
  • 207განჩინება საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის შესახებ
  • 267¹სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 110ზეპირი მოსმენა
  • 198ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი
  • 111ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
110198111376¹207267¹31⁶31⁵2731418529527¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026