დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37¹². საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავების განხილვის სამსახური საჩივარს არ განიხილავს: ა) თუ საჩივარში დასმული საკითხი სცილდება დავების განხილვის სამსახურის კომპეტენციას; ბ) თუ საჩივარი განმეორებით წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა; გ) თუ გავიდა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა და არ არსებობს მისი აღდგენის საფუძვლები; დ) თუ საჩივრის წარმდგენმა დავების განხილვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა შესაბამისი ხარვეზი; ე) თუ არსებობს იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე დავების განხილვის სამსახურის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2.დავების განხილვის სამსახური საჩივრის განხილვას შეწყვეტს: ა) თუ საჩივრის წარმდგენმა წერილობით განაცხადა უარი საჩივარზე (საქმის განხილვაზე); ბ) თუ დავის საგანი არ არსებობს; გ) თუ საჩივრის წარმდგენი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან საჩივრის წარმდგენი იურიდიული პირი ლიკვიდირებულ იქნა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უფლებამონაცვლეობას არ უშვებს; დ) თუ არსებობს ამ თავით გათვალისწინებული შეთანხმება განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18218737875⁵⁷3013003022441⁶37¹³37¹⁴37¹¹37¹²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ზოგადი ადმ…კონკურენციის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა