Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 436

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 436. 1999 წლის 15 მაისამდე სასამართლოებში მიღებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმეების განხილვა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სამოქალაქო საქმეები, რომლებიც მიღებულია სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისამდე, მაგრამ რომელთა განხილვაც არ არის დამთავრებული ამ დროისათვის, უნდა განიხილონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად იმ სასამართლოებმა, რომელთა წარმოებაშიც იყო ეს საქმეები.

2.საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

3.საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შეტანილ საზედამხედველო პროტესტებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა.

4.სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1999 წლის 15 მაისამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შესულა კანონიერ ძალაში, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განხილულ სამოქალაქო საქმეებზე 1999 წლის 15 მაისის შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში.

6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ საქმეებს განიხილავს 408-ე მუხლით დადგენილი წესით, კოლეგიურად – სამი მოსამართლის მონაწილეობით. იმ საქმეებზე შეტანილი საჩივრები, რომლებიც განსაკუთრებით რთულია, ასევე განხილულია უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეების განხილვაში მონაწილეთა მიმართ.

7.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ზედამხედველობის წესით საქმეთა განხილვისას შეუძლია საქმე არ გადასცეს ხელახლა განსახილველად და მიიღოს გადაწყვეტილება 411-ე მუხლის შესაბამისად. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32 საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1529 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.15 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 – სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.71 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2314 – სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.176 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2261 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.305

წინა მუხლი 435შემდეგი მუხლი 437

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 408მუხლი 411

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 11სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოებისადმი
  • 25სასამართლოს შემადგენლობა
  • 59საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 78საზედამხედველო საჩივრების განხილვა
  • 2საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 35—
  • 26²განმწესრიგებელი სხდომა
  • 13²საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 28გადაწყვეტილების გასაჩივრება

არბიტრაჟის შესახებ

  • 46ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 10დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა

პენიტენციური კოდექსი

  • 82პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3526²13²28408411112559467821082436
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საქართველოს ადმინისტრა…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…არბიტრაჟის შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025