საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე.
მუხლი 78. საზედამხედველო საჩივრების განხილვა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- საკასაციო არსებითი (T2)
შეიძლება თუ არა ხელშეკრულების დათქმა ბათუმის საარბიტრაჟო სასამართლოში დავის განხილვის შესახებ ჩაითვალოს საარბიტრაჟო შეთანხმებად?
შპს მოითხოვდა ორ ხელშეკრულებაში დავის განმხილველი ორგანოს შესახებ დათქმის ბათილად ცნობას. დავის მთავარი საკითხი იყო, გამოხატავდა თუ არა დათქმა მხარეთა შეთანხმებას კერძო არბიტრაჟის მიერ დავის განხილვაზე. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებების შესაბამისი პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა ასეთ შეთანხმებაზე, ხოლო სხვა პუნქტით მხარეებმა საქართველოს კანონმდებლობის გამოყენება გაითვალისწინეს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სსსკ 410-ის საფუძველზე სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

