რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 10. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიავთანდილ კუჭავა

1.სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ დავაზე, რომელსაც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არბიტრაჟი განიხილავს.

3.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავას განიხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.

4.გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შესაბამის შეტყობინებას უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნული დავის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

5.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში − 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

6.სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება მხარისთვის მისი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გასაჩივრდეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო ინსტანციის სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში განიხილოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ხოლო მისი წარმოებაში მიღების შემთხვევაში − 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1833521¹⁰⁶281³276363⁶24030237¹³544748810
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა