Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაჯანმრთელობის დაცვის შესახებმუხლი 4

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №64 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; დ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მისი მართვადობის უზრუნველყოფა; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტისა და დაავადების მქონე პირის დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო დახმარების გაწევისას; ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება; ზ) მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ; თ) ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; ი) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარისხზე; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ლ) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ექიმთა სერტიფიცირების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემისათვის; მ) სახელმწიფოს, საზოგადოების, თიოთოეული მოქალაქის მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს დაცვაში; ნ) სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მრავალფეროვნება და თანაბარუფლებიანი არსებობა; ო) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე ქმედებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება; პ) სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება; სახელმწიფო სექტორის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების თვითანაზღაურებისა და თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად საფინანსო, სამეურნეო, სახელშეკრულებო ურთიერთობებისა და მართვის სისტემის ავტონომია კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) არსებული რესურსების შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სამედიცინო-ბიოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის კვლევათა დაფინანსება, ამ მიზნით კერძო სექტორიდან სახსრების მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნა; რ) პროფესიული გაერთიანებების, აგრეთვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში კონსულტაციების, სამეცნიერო და პროფესიული განხილვების, სათანადო პროექტების შემუშავების, პაციენტის უფლებების დაცვაში მონაწილეობის გზით; ს ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094). საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2716 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.53 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3094 - ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3540 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №859 - ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი II. მოქალაქეთა უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2015 – 27 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №64

  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 16
  • 30
  • 85³

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 9ჯანმრთელობის დაცვა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 4კანონის ძირითადი პრინციპები
  • 43პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში

საქართველოს კონსტიტუცია

  • 28ჯანმრთელობის დაცვის უფლება

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 15საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები

სპორტის შესახებ

  • 2სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები სპორტის სფეროში

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 18

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 9ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში

აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

  • 5სახელმწიფო პოლიტიკა აივ ინფექცია / შიდსის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18443163085³282599154
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…ჯანმრთელობის დაცვის შე…საზოგადოებრივი ჯანმრთე…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს 2026 წლის …სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №64 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026