აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

მუხლი 5. სახელმწიფო პოლიტიკა აივ ინფექცია / შიდსის სფეროში

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აივ ინფექცია / შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია : ა ) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება ; ბ ) სამედიცინო მომსახურებაზე აივ ინფიცირებულთა / შიდსით დაავადებულთა უფლების დაცვა ; გ ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების შესახებ , აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ გამონაკლისების თაობაზე , როცა სავალდებულო ტესტირება კანონმდებლობითაა დაშვებული ; დ ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან / და ინდივიდუალურად , მოთხოვნისამებრ , აივ ინფექცია / შიდსის პრევენციის , დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის , მხარდაჭერის / ხელშეწყობისა და მოვლის , მათ შორის , სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ფორმებისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ ; ე ) აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების , აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის , დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის , მხარდაჭერის / ხელშეწყობისა და მოვლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ; ვ ) ფიზიკურ პირთა უფლებების , პატივისა და ღირსების დაცვა და მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილება აივ ინფექცია / შიდსთან მიმართებით ; ზ ) აივ ინფექცია / შიდსის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება ; თ ) აივ ინფექცია / შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა , აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება / ხელშეწყობა , სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით ; ი ) მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აივ ინფექცია / შიდსის სფეროში უნივერსალური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის მეშვეობით ; კ) პენიტენციურ დაწესებულებაში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მხარდაჭერის/ხელშეწყობის და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა; ლ ) დედიდან ნაყოფზე/ახალშობილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა , აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ორსულთათვის , ორსულთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება მათი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე , კონფიდენციალურობის დაცვით ; მ ) აივ ინფექციაზე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ღონისძიებების დანერგვა . საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3617 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.326 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3554 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 სექ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 24 სექ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15317283482271465
მნიშვნელობით ახლოსაივ ინფექცია/შიდსის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…საზოგადოებრივი ჯანმრთე…მეცნიერების, ტექნოლოგი…სპორტის შესახებრადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა