საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
მუხლი 29. თამასუქით დადგენილი ვადები
რედაქცია №3 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 23 დეკ. 2017
1. თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს.
2. თამასუქს, რომელშიც მითითებულია გადახდის სხვაგვარი ვადა, ძალა არა აქვს.
